გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ბრატისლავაში დასრულდა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზინდეტმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჯონ მაკკეინთან გამართა.
შეხევდრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სენატორი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ყურადღება NATO-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.