13 იანვარი 2026,   14:31
ვრცლად
„თბილისის განვითარების ფონდის“ საქმის განხილვა გრძელდება

„თბილისის განვითარების ფონდის“ საქმის არსებითი განხილვა დღეს 24 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. პროცესს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც დაესწრება. სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები. კონკრეტულად რამდენ ადამიანს ან ვის წარადგენენ ეს დაცვის მხარისთავის უცნობია.

საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდიდან“ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და დედაქალაქის ბიუჯეტის სახსრების პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას.  

დღის ამბები