22 დეკემბერი 2025,   05:16
ვრცლად
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს

აშშ-ში ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს. კანონპროექტს ხელი გუბერნატორმა რალფ ნორტემმა მოაწერა.

გუბერნატორის განცხადებით, სიკვდილით დასჯა ფუნდამენტურად არასწორი და არაფექტიანია. სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.

ვირჯინია ამერიკის 23-ე შტატია, სადაც სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.


დღის ამბები