მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ხოლო ქვეყანა „დაპრივატებული“.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში „ივანიშვილის მთავრობამ პროვინციული დიქტატურა დაამკვიდრა".
„ივანიშვილმა საქართველო დააპრივატა და ქვეყანაში პროვინციული დიქტატურა დამკვირდრა. გაუქმდა კლასიკური პოლიტიკა და ხალხმა ხელისუფლების ნდობა დაკარგა,“ განცხადა ექსპრეზიდენტმა „კურიერთან“ საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილი შიშობს, რომ 2016 წლის არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.
„ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, ზევიდან უყურებს ყველაფერს. მეტი საქმე არა აქვს, არჩევნებით გადააბაროს ვინმეს ხელისუფლება. ის ამას არ დაუშვებს. იმისათვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს, აუცილებელია, მოსახლეობას პოლიტიკოსებმა დაუჭირონ მხარი და არა პირიქით,“ - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრისას.