მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს "პრიმიტიული" უწოდა და თქვა, რომ მას სამი მიზანი ჰქონდა, მთლიანად აეცილებინა პასუხისმგებლობა, გაეტარებინა რეპრესიები და ეწარმოებინა პირადი ბიზნესი.
„მისი ფულია დასავლეთ ბანკებში და მას ახლა ვერაფერს მოედავებიან. ყველაფერს აწმინდავს ამ ღარიბაშვილსა და სხვა მონებს. ბევრად უფრო ადვილად შეუძლია გამდიდრება თუ არ ერქმევა პრემიერ-მინისტრი. დაბრუნდა ისევ ნათესავების დრო. ისევ უჩა, რომელიც აკონტროლებს მთლიანად მადნეულის ტრანსპორტირებას, საქართველოს რკინიგზას, სადაც მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა 30-40 პროცენტით, როცა უნდა გაორმაგებულიყო იმიტომ, რომ ოდესის პორტი ჩაკეტილია. ეზუგბაიამ საათივით ააწყო რკინიგზა და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ასეთი ხალხი გავაგდეთ და დავსვით ჩვეულებრივი ყაჩაღები,“ - ამბობს სააკაშვილი.