საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არაეფექტურია და მოსახლეობა დაუცველი. ამიტომ ფიქრობს, რომ უნდა დაიწყოს „მშვიდობიანი ბრძოლა“.
„უნდა აიმაღლოს ხალხმა ხმა, რომ არ გაგრძელდეს სტაგნაცია, არ გაიზარდოს კრიმინალი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ეს უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი შიშობს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში „რეალური არჩევნების“ ჩატარებას არ გეგმავს და საზოგადოებას სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
„ახლავე უნდა დავიწყოთ და მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს არჩევნები, რეალური არჩევნები,“ - აცხადებს ექსპრეზიდენტი.