14 იანვარი 2026,   03:45
ვრცლად
კოალიციამ „სამწუხაროდ, ხალხის ნდობა მთლიანად დაკარგა,“ - სააკაშვილი

სააკაშვილი ამბობს, რომ დღევანდელმა კოალიციამ „სამწუხაროდ, ხალხის ნდობა მთლიანად დაკარგა“.

ეს განცხადება სააკაშვილმა დღეს "კურიერთან" ინტერვიუში ხელისუფლების სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით,  "საუბარი, ვინ ვის უნდა დაუდგეს გვერდით, იმაზეა დამოკიდებული, ვინ დადგება ხალხის გვერდით".

„ჩვენ ყველანი უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს გვერდით. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია,“ - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

მისი თქმით, მას ხშირად გაუგია მეგობრებისგან, რომ 2016 წელს წყნარად არჩევნების გზით შეცვლიან ხელისუფლებას. თუმცა, სააკაშვილის თქმით, „ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა. ზის თავისთვის, მეტი საქმე არა აქვს, არჩევნებით ვინმეს რამე გადააბაროს.“

სააკაშვილის თქმით, დღეს ცალკე აღებული ვერც ერთი პოლიტიკური პარტია „პოლიტიკური თამაშის წესებით ვეღარ გააკეთებს საქმეს, რადგან თამაშის წესები აღარ არსებობს. შეიქმნა პროვინციული დიქტატურის დამყარების მცდელობაა“.

ექს-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საზოგადოება აპატიებს იმ პარტიებს, ვინც საბოლოოდ ხალხის გვერდით დადგება და ექნება რწმენა, რომ ქვეყანა იმსახურებს ბევრად უკეთესს, „როგორი შეფერილობისაც არ უნდა იყოს, როგორი შეხედულებაც არ უნდა ჰქონოდეს წარსულზე და იქნება ორიენტირებული მომავალზე“. 

ამავე თემაზე
დღის ამბები