"შეიძლება უფრო სწორი იყოს, SuperPuma შს სამინისტროს გადაეცეს,"- ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ, გააკეთა.
ებრალიძის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მთავრობა გადაწყვეტს ამ ვერტმფრენების მომავალი მფლობელის ვინაობას.
SuperPuma-ს შესახებ განცხადება გააკეთეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე, აცხადებს, სამინისტრომ 2 წლის განმავლობაში აღნიშნული ვერმფრენების რეალიზაცია არათუ სრულ ფასში, არამედ მის ნახევარ ფასადაც ვერ შეძლო.