13 იანვარი 2026,   03:39
ვრცლად
საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის გათამაშება დაიწყო

სპორტის სასახლეში 25 ოქტომბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2014-2015 წლების გათამაშება დაიწყო. პირველ ტურში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის ”დინამო” და ბათუმის საკალათბურთო გუნდი დაუპირისპირდნენ. მატჩი ”დინამოს” გამარჯვებით 68:62 დასრულდა.

გამარჯვება მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა, რომელმაც ტურის პირველ შეხვედრაში საკალათბურთო გუნდი ”მგზავრები არმია” 82:71 დაამარცხა. 

„ოლიმპი“ „ქუთაისთან“ დამარცხდა 73:84, „რუსთავმა“ კი „სოხუმს“ მოუგო 68:84.

ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. მომდევნო შეხვედრებში 31 ოქტომბერს „რუსთავი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს „აკადემიას“ დაუპირისპირდება, „ბათუმი“ „ ქუთაისს“. 1 ნოემბერს თბილისის „დინამო“ - „მგზავრები არმიას“ შეხვდება, „სოხუმი“ კი - „ოლიმპს“.

დღის ამბები