24 სექტემბერს პარლამენტში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებზე იმსჯელებენ. ინფორმაციას დეპუტატებს შერიგებისა და სამოქალაქოს თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიაწვდის.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონმდებლები პაატა ზაქარეიშვილისგან ასევე მოისმენენ ინფორმაციას თვითაღიარებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.