ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ამ წუთებში პარლამენტში მსჯელობენ. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციის წევრები კანონის პროექტს იწუნებენ და ინიციატორებს აკრიტიკებენ, რის გამოც უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უმცირესობის წევრებს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.
"თქვენ აქ ვის დაკვეთას ასრულებთ, რომ ზიხართ, გაეთრიეთ აქედან!" - მიმართა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.