11 იანვარი 2026,   21:15
ვრცლად
წყალდიდობა სოჭში - ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ სოჭში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საცხოვრებელ სახლებთან ერთად დატბორილია ოლიმპიური სოფლისა და აეროპორტის ტერიტორია.

სტიქიის გამო სოჭის აეროპორტი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

დაზარალებულ რაიონებში მაშველების დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები