ქართული ოცნების წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბაკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უპირისპირდება. მეჭიაური იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას ეროვნული ბანკის საქმიანობაში ეჭვი ეპარება.
"ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრებაში წინა ხაზზე, რომ იქნება და ამასთან სამი პროკურორი აღმოჩნდება ეროვნული ბანკის საბჭოში ეს უნდობლობის საფუძველს იძლევა რაც არ უნდა სიგელები მომიტანოს სხვადასხვა ორგანიზაციიდან,"- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა პარლამენტში.