11 იანვარი 2026,   16:45
ვრცლად
ქრთამის აღების ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ კერძო პირისგან ქრთამის სახით 800 ლარი აიღო.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 
დღის ამბები