13 იანვარი 2026,   03:46
ვრცლად
ზურაბ აბაშიძე „აეროფლოტის“ ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლას საჭიროებით ხსნის

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები ჩარტერულზე გაცილებით უკეთესია - განაცხადა პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ. ამ განცხადებით აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მიხეილ მაჭავარიანს გამოეხმაურა, რომელმაც ქართულ ავიაბაზარზე რუსული „აეროფლოტის“ შემოსვლა გააპროტესტა.

მაჭავარიანმა ამ ფაქტს ქვეყნის ინტერესებისა და ეკონომიკისთვის დამღუპველი ფაქტი უწოდა. აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ რეგულარული რეისების აღდგენაზე მოლაპარაკება ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

„თუ არ იყო საჭირო რუსეთის მიმართულებით ფრენა, მაშინ არ უნდა დაგვეწყო ეს ჩარტერული რეისები 2009 წლიდან წინა ხელისუფლების დროს და ვივლიდით ფეხით, ვისაც დასჭირდებოდა. რა საჭირო იყო?! მაგრამ როგორც ჩანს მაინც არის საჭირო 21-ე საუკუნეში ავიამიმოსვლა. ამიტომ ეხლა შეთანხმება ასეთია, რომ ჩარტერული რეისების მაგივრად იფრენს რეგულარული რეისები, და 7 რეისის ნაცვლად თითო მხრიდან იქნება მეტი.

ადამიანის ბუნება ასეთია, რასაც თვითონ ვერ გააკეთებს მერე სწყინს, რომ სხვა აკეთებს და იმას აბრალებს ხოლმე შენს შეცდომებს და გაცილებით კიდევ მეტს, ვიდრე შეცდომას. მე მგონი ამ შემთხევავშიც ამასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა აბაშიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები