12 იანვარი 2026,   09:53
ვრცლად
"კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, ამას მოჰყვება საერთაშორისო იზოლაცია" - ლევან ბეჟაშვილი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც მსაოფლიოში და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა.

პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი და არასამთავრობოები განსხვავებულად აფასებენ ჯონ კერის წარდგენილ დოკუმენტში იმ ფაქტების ხსენებას, რომლებიც შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

უმრავლესობის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა.

გია ვოლსკის თქმით, "ანგარიშში ამავე დროს არის კრიტიკული შენიშვნები, რაც უფრო ღრმად უნდა გაანალიზდეს".

სხვაგვარად აფასებს გამოქვეყნებულ დოკუმენტს ოპოზიცია.

"კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ დასკვნაშია ასახული, ამას მოჰყვება საერთაშორისო იზოლაცია და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დამოკიდებულების მკვეთრად გაუარესება ქვეყნის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის ცალსახად მწვავე და უარყოფითი შეფასება ქვეყანაში არსებული ვითარებისა," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.  

 
დღის ამბები