07 იანვარი 2026,   10:16
ვრცლად
"კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია,"- თბილისის მერია

"კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია,"- ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სუდაძე განაგძობს საქმიანობას თავს თანამდებობაზე. 

"ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას,"- ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებაში. 

დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის მუშაობას თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა,"- წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები