ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 მილიონ 450 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. შენობა 6 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ამ ეტაპზე მფლობელის ვინაობა საიდუმლოა. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალების გახმაურდება.
„გამარჯვებულს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს ერთ-ერთი დიდი სავაჭრო საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელს. ჯგუფისა და პირის შესახებ ინფორმაციას მალე განვათავსებთ საიტზე,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა.