სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეკონომიკის სამინისტროს შენობა თამაზ მაზიაშვილმა იყიდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი „აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება და ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. დადებული ბიჯების რაოდენობამ 690 ბიჯი შეადგინა.“
„აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 9 450 000 აშშ დოლარს გადაიხდის. ქონების საწყისი ღირებულება 6 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა,“ - წერია განცხადებაში.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს.
აუქციონის პირობების თანახმად კომპანიამ 2016 წლის 1 იანვრიდან - 36 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება.