დასავლეთ ქაბულში გოგონების საჯარო სკოლის მახლობლად განხორციელებულ აფეთქებების სერიას მინიმუმ 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც Euronews-ი, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დაშავებულია ათობით მოქალაქე.
ისლამურმა რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა უარყო შიიტებით დასახლებულ ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმაში, მონაწილეობა და მომხდარში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ი დაადანაშაულა.