თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდაა და, სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღიძრა და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.