21 დეკემბერი 2025,   11:49
ვრცლად
კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ

კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ.

რეგულაციის შემსუბუქების შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.

"როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე.

აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით.

ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში 1 ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული," - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის ამბები