20 დეკემბერი 2025,   23:33
ვრცლად
განგი ცხედრებით აივსო - მდინარე მიცვალებულებს ნაპირზე რიყავს

ინდოეთის წმინდა მდინარე განგი ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებით გაივსო, რის გამოც ადიდდა. მდინარეში ასობით ცხედარია ნაპოვნი, გარდაცვლილებს მარხავენ მდინარის ნაპირთანაც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინდოეთში, ბოლო რამდენიმე კვირაა, COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობის გამო უმძიმესი ვითარებაა. ქვეყანაში, ჯამში, ვირუსით ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 275 000 ადამიანი. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინფიცირებულთან და გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მაღალია. 

ინდოელი სამართალდამცველები ცხედრებს აგროვებენ და განგის ნაპირზე კრემაციას უტარებენ. ამ დროისთვის ყველაზე მეტი გარდაცვლილი უტარ პრადეშის რეგიონშია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები