20 დეკემბერი 2025,   18:35
ვრცლად
რუსეთში წმინდა ისააკის ტაძარს მეხი დაეცა

სანკტ-პეტერბურგში გუშინ ძლიერი ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი იყო. მეხი დაეცა სატელევიზიო ანძას, "ლახტა ცენტრს" და წმინდა ისააკის ტაძრის ჯვარს. 

ქარიშხალმა დააზიანა შუქნიშნები და ხეები, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეზე აატრიალა რუსეთის დროშა.

სტიქიის შედეგად დაზიანებები მიიღო ქალმა და ბავშვმა.

დღის ამბები