სირენები ისევ ჩაირთო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში - განგაშის ზარი ამ წუთებში კონკრეტულად აიფას, შფარამის, აკრეს და კრაიოტის რეგიონებში ისმის.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ცაში მხოლოდ ოთხი რაკეტა გამოჩნდა, ერთი მათგანის განეიტრალება "რკინის გუმბათებმა" შეძლო, მეორე რაკეტა დაუსახლებელ სივრცეში ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი ორი კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
როგორც ცნობილია, სარაკეტო თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც ბუნკერებში ჩასვლას ცდილობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში დარწმუნებული არიან, რომ საჰაერო იერიშები პალესტინური რადიკალური ჯგუფების "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული.