21 დეკემბერი 2025,   11:30
ვრცლად
"ტაუკტაე" - ინდოეთში 180 კმ/საათი სიჩქარით მოძრავ ციკლონს და შტორმს მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა  - 49 ადამიანს ზღვაში ეძებენ

"ტაუკტაე" - ასე მოიხსენიებენ ინდოეთში ციკლონს, რომელიც 180 კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრაობს და ბოლო 2 დღის მანძილზე 90 ადამიანი შეიწირა. ციკლონის გამო ქვეყანას შტორმიც უტევს, მისი ძირითადი აქტივობა ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე აღინიშნება, სადაც 100-მდე გარდაცვლილთან ერთად 49 ადამიანს ზღვაში ეძებენ, ისინი გადამზიდ გემზე იმყოფებოდნენ.

ინდოეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამშაბათს საღამოს სამაშველო გემებმა და თვითმფრინავებმა 600-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს აქტიური ზოლიდან, სადაც ტალღების ზომა 8 მეტრს აღწევდა.


Naval personnel help injured workers rescued from an offshore barge in the Arabian sea.გადამზიდი ხომალდიდან მხოლოდ 26 ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. გადარჩენილები საკმაოდ სერიოზული სტრესის ქვეშ არიან, კაპიტნის განცხადების მიხედვით ზღვა იმდენად აღელვებული იყო, რომ გემზე კონტროლი საერთოდ დაკარგეს და ღმერთის იმედად იყვნენ.

დღის ამბები