საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის რამდენიმე კერა ათენიდან 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მეგარას სიახლოვეს მძვინვარებს.
სტიქიის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლები და 20 ათასი კვადრატული მეტრის ტყის მასივი. ხანძრის გამო 13 სოფლისა და სამი მონასტრის ევაკუაცია მოხდა.
ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 300-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკაა ჩართული. ხანძრის გავრცელებას ხელს ქარი უწყობს.