22 დეკემბერი 2025,   18:21
ვრცლად
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალს" ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მწვრთნელის პოზიციას ტოვებს.

გადაწყვეტილების მიზეზი "ლა ლიგაში" გუნდის უიღბლო ასპარეზობა გახდა.

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი მისი გუნდიდან წასვლის არაერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, გუნდმა წინსვლა შეწყვიტა, ლიგის ნახევარფინალში "ჩელსისთან" დამარცხდა, ასევე, წარუმატებლად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატშიც, ამ ყველაფერმა ზიდანს იმედები ძალიან გაუცრუა.

ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბიციო რომანომ გაავრცელა, რომელმაც ესპანური პრესიდან შეძლო ამ მასალების მოპოვება. ამავე ჟურნალისტის ცნობებით, ოფიციალური ინფორმაცია აღნიშულ თემაზე უახლოეს საათებში გავრცელდება.

თუმცა, 10 დღის წინ ზიდანმა მედიასთან უარყო, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა: "როგორ უნდა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს, რომ მე მათ ვტოვებ? ამ სეზონზე ვფოკუსირდებით, კიდევაა თამაშები დარჩენილი და მათში მაქსიმუმს ჩავდებთ, ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს,"-განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალის" მწვრთნელის პოზიცია 2016 წელს დაიკავა და "რეალს " 2017 წლის ლა ლიგაში გამარჯვება მოუტანა.

ამასთან, ზიდანმა "რეალი" ერთხელ უკვე დატოვა - 2018 წლის 31 მაისს და 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წელს დაბრუნდა.

წყარო: firstpost

დღის ამბები