19 დეკემბერი 2025,   23:51
ვრცლად
მიწისქვეშ დაკარგული 43 წლის ქალის გადასარჩენად, ახლობლები საკვებს და ენერგეტიკულ სასმელს კანალიზაციაში ყრიდნენ - უჩვეულო შემთხვევა აშშ-ში

ამერიკელ ქალი კანალიზაციაში მეორედ დაიკარგა, 43 წლის ლინდსი კენედი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, პირველად მარტის თვეში ფლორიდის შტატის ქალაქ დერლეი ბიჩიდან გაუჩინარდა, 3 კვირის შემდეგ კი ის სანიაღვრე სისტემაში შიშველი აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც გამვლელს მიწიდან ხმა მოესმა და ადგილზე მაშველები გამოიძახა. ამის შესახებ cbs12.com წერს.

მეორედ ლინდსი კენედი მაისის თვეში დაიკარგა, ის ტეხასის შტატის სარეაბილიტაციო ცენტრში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაიქცა. პოლიციამ ის წყლის კოლექტორთან შენიშნა, თუმცა როდესაც  მიუახლოვდნენ, სანიაღვრეში ჩაეშვა და მიწისქვეშ გაუჩინარდა.

ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად ჩართული იყვნენ მისი ახლობლები და მეგობრები. მისი ადგილმდებარეობის გარკვევა მათ ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით შეძლეს და სამძებრო სამუშაოების არეალი განსაზღვრეს. ვიდრე მისი ძებნა მიმდინარეობდა, ისინი სანიაღვრეებში და კანალიზაციის ჭებში საკვებს და ენერგეტიკულ სასმელებს ყრიდნენ, რომ ქალი შიმშილით არ დაღუპულიყო.

29 მაისს ლინდსი კენედი თავად ამოძვრა ორმეტრიანი სანიაღვრე მილიდან, რის შემდეგაც ის  ახლოს მდებარე საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს.

დღის ამბები