15 იანვარი 2026,   22:22
ვრცლად
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვლდიმერ ბერძენიშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, მოსამართლემ დაკავებული ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. მან გირაოს სახით 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. შეთავაზებას დაეთანხმა საქმის მწარმოებელი პროკურორი, რომელმაც აღნიშნა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და დაკითხვის ოქმებში მთავარი ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგაც აქვს მიცემული ჩვენება.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა ჟურნალისტებსა და ტელეკამერებს დაეტოვებინათ დარბაზი. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მედიის წარმომადგენლებს აქვთ უფლება ღია სხდომას დაესწრონ.

ვლადიმერ ბერძენიშვილს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიების ინფორმაციით, ბერძენიშვილი 2 სექტემბერს, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძესთან ერთად, ლაშა მახარაძის მკვლელობისას ადგილას იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები