13 იანვარი 2026,   22:43
ვრცლად
ვეტერანები მოჭიდავეებს ვარჯიშის განახლებისკენ მოუწოდებენ

ვეტერანი სპორტსმენები საქართველოს ეროვნული ნაკრების მოჭიდავეებს ვარჯიშის განახლებას სთხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს, 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ვეტერანეისთქმით, ევროპის ჩემპოიონატის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და შექმნილი ვითარებით მხოლოდ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დაზარალდება.  

ჭიდაობის ფედერაციაში სიტუაცია ბოლო დღეებში დაიძაბა. მოჭიდავეები ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ. მათ რამდენიმე დღის წინ კურტანიძეს კარები აუჭედეს და 22 სექტემბერს კი კვერცხი ესროლეს.

ვეტერანმა სპორტსმენებმა დავით გობეჯიშვილმა და რომან რურუამ 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ ჭიდაობაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. რომან რურუამ განაცხადა, რომ ის მაშინ შეცდა, როდესაც ლუკა კურტანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სამეთვალყრუეო საბჭო იღებს და მისი გადაწყვეტილების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. რურუას თქმით, ლუკა კურტანიძე არ ცნობდა კოლექტიურ აზრს და სურდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობაში არ ერევა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ ორივე მხარეს მოუწოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ, რაც წაადგება ქართულ სპორტს და ჭიდაობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები