ქართველების მორიგი დაკავება ესპანეთში. ქალაქ კორუნიაში მძარცველთა 7-კაციანი ჯგუფი დააკავეს, მათგან 6 ქართველია.
გამოძიების ცნობით, ესპანელ ეჭვმიტანილთან ერთად, ბოლო 4 თვის განმავლობაში მათ კორუნიაში 100-ზე მეტი ბინა გაძარცვეს. დამნაშავეები მოპარულ ნივთებს სამ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბარსელონაშიც ინახავდნენ.
ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულებმა დანაშაულის უმეტესობა ზაფხულის პერიოდში ჩაიდინეს, როდესაც ბინის მცხოვრებლები დასასვენებლად იყვნენ წასული.
ესპანელმა სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს 20 ოქტომბერსაც.