ლეიბორისტული პარტია სახელმწიფოს წინააღმდეგ - პარტიის სარჩელი 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შალვა ნათელაშვილი ავრცელებს.
მთავარი ლეიბორისტი ამბობს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებსა და საარჩევო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე.