ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული იმ საუბრის ჩანაწერს გამოხემაურა, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ იუსტიციის მინისტრს შორის გაიმართა და რომელშიც ემზარ კვიციანის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ამბობს, რომ მისი მოკვლის საფრთხე ახლაც არსებობს და ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ჩართული. ამ მიზეზით ემზარ კვიციანი ამერიკის საელჩოსთან აქციების გაამრთვასაც გეგმავს.