10 იანვარი 2026,   22:22
ვრცლად
საქართველო რუსეთისგან 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს

საქართველო რუსეთისგან 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. "განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს,"-ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა,"-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს ამოიწურა ვადა, რომელშიც რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. ლაპარაკია 2006 წლის ცნობილ მოვლენებზე, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები