19 დეკემბერი 2025,   22:22
ვრცლად
საქართველოში ბოლო 24 საათში მეხუთე მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში მეხუთე მიწისძვრა მოხდა.

მორიგი მიწისქვეშა ბიძგები, დღეს, თბილისის დროით 17:38 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

დღის ამბები