უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს, 18 საათზე გაიმართება. დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი სხდომას, ამ დრომდე უცნობია.
ბრიფინგს პრეზიდენტის რეზიდენციაში აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭოს თავჯდომარე ირინა იმერლიშვილი 18 საათზე გამართავს.
მანამდე კი ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები გაიმართა. თუ რაზე და როდის ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა, ამ დროისათვის უცნობია.
იმერლიშვილის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.