საბერძნეთის სასამართლომ ბრალი ვერ დაუმტკიცა და უდანაშაულოდ ცნო არქიმანდრიტის მკვლელობისთვის დაკავებული ბაგრატ გიორგაძე. აღნიშნული პირი ბრალდებული იყო ადამიანის განზრახ მკვლელობასა და ძარცვაში.
ბაგრატ გიორგაძე და მისი დამცველები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. უკანონო პატიმარი საბერძნეთის ციხეში 15 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, რის გამოც საბერძნეთის ხელისუფლებას მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს.