სიღნაღის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრის, ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გორდეზიანი პროფესიით არქიტექტორია, იგი სხვადასხვა დროს გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობდა.
2010 წელს კი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სიღნაღის მუზეუმი მხატვრის გამოფენას ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.