12 იანვარი 2026,   01:19
ვრცლად
კომედი კლუბისა და გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი გორში

"რუსთავი 2"-ის კონცერტი გაიმართება დღეს საღამოს 9 საათზე გორში. ღონისძიებაში მონაწილეობას "კომედი კლუბი" და ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" მიიღებენ.

კონცერტი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ფესტივალის მხარდასაჭერად დაიგეგმა. ფესტივალი საქართველოში მესამე წელია იმართება და ღონისძიებები გორში ამ წუთებში იწყება.

მასში მონაწილეობენ ის მეღვინეები, რომლებიც სასმელს ოჯახში ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. პროექტის მიზანი ქართული საოჯახო ღვინის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები