სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების საკითხზე პრემიერმინისტრს ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ხვდება. შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან ლევან მურუსიძემ მოითხოვა.
შეხვედრის დაწყებამდე მურუსიძემ არ დააკონკრეტა თუ რა გამოწვევებზე აპირებდა ის პრემიერმინისტრთან საუბარს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის ნაბიჯი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეხვედრის მიმდინარეობისას პრემიერმინისტრმა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ხელისუფლება გააგრძელებს საჭირო ნაბიჯების გადადგმას, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო განმტკიცდეს.
"სასამართლო დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მინდა, მოვისმინო თქვენი შეხვედულებები და მზად ვარ, ამ დიალოგში ჩავერთო," - განაცხადა პრემიერმინისტრმა.