საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ფინალის საგზურისთვის დაძაბულ ბრძოლაში მან ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6-3 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მერვედფინალში ეგვიპტელ სპორტსმენს მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი მოჭიდავე ანგარიშით 5:2 დაამარცხა
ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლაში გენო პეტრიაშვილის მეტოქე აშშ-ის წარმომადგენელი გეიბლ დენ სტივსონი იქნება.