12 იანვარი 2026,   18:03
ვრცლად
ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით შემცირდება

2015 წლის ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით შემცირდება. 

ამის შესახებ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტიდან გახდა ცნობილი. აქამდე მთავრობის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ბიუჯეტი 140 მილიონით შემცირდებოდა.

 ეროვნული ბანკი ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირებას ითხოვს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში არ არის გათვალისიწინებული ლარის გაუფასურების პოტენციური რისკებისათვის საჭირო ღონისძიებები.

ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიციაც. 

2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიარდი ლარია. 

 
დღის ამბები