19 დეკემბერი 2025,   13:51
ვრცლად
კურილიის ტბაში ტურისტების ვერტმფრენი ჩავარდა - დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი

რუსეთში კამჩატკაზე ავიაკომპანია "ვიტიაზ-აეროს" კუთვნილი ვერტმფრენი, რომელსაც მოსკოველი და სანკტ-პეტერბურგელი ტურისტები გადაყავდა, კურილიის ტბაში ჩავარდა. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 3 წევრიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურისტებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც.

რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 8 ადამიანი კამჩატკის სამხარეო საავადმყოფოშია გადაყვანილი,  კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაკარგულად ითვლება. როგორც რუსული მედია სამაშველო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს, მათი ცოცხლად პოვნის შანსები პრაქტიკულად არაა.

ვერტმფრენი 135 მეტრის სიღრმეზეა ჩავარდნილი წყალში. ტბის მაქსიმალური ტემპერატურა 5-6 გრადუსია.

გადარჩენილებიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო დაწყებულია გამოძიება ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. შემოწმება დაიწყო კამჩატკის სატრანსპორტო პროკურატურამაც.

 

 

დღის ამბები