აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ФСБ-ს 7 თანამშრომლის მიმართ სანქციები დააწესეს. ნავალნის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციიდან 1 წლის თავზე 7 პირის მონაცემები სანქციათა განახლებულ სიაში შეიტანეს.
დიდმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს.
აშშ-ს მიერ დაწესებული განახლებული სანქციები კი რუსული წარმოების იარაღის იმპორტზე შეზღუდვას ითვალისწინებს. აგრეთვე, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამეცნიერო ინსტიტუტი.
გარდა ამისა, აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით, სანქციები რუსეთის ერთ-ერთ ხომალდს და ორ ფიზიკურ პირს დაუწესა.