10 იანვარი 2026,   19:54
ვრცლად
ლიკა კიკიანის განცხადების დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლიკა კიკიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო ორგანომ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 

ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების   ფაქტზე,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 

 

 
დღის ამბები