03 იანვარი 2026,   19:14
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ქართველი ჯარისკაცები პირადი მიზეზების გამო მიმართავენ სუიციდს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ქართულ ჯარში არსებულ სუიციდის ფაქტებს ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ჯარში არსებული პრობლემა გახლავთ, რაც ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ჯარისკაცის რთულ რეჟიმს უკავშირდება.

დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ქართულ ჯარშიც ხდება და ძირითადად ქართველი ჯარისკაცები პირადი მიზეზების გამო მიმართავენ სუიციდს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას იმის შესახებ, რომ სუიციდის ფაქტები ბოლო პერიოდში გახშირდა, არ ეთანხმება და ამბობს, რომ ასეთი ფაქტები ახალი ხელისუფლების პირობებში პირიქით შემცირებულია.

 
დღის ამბები