16 იანვარი 2026,   09:30
ვრცლად
მერიამ არასამთავრობოებს ატესტაციის მონიტორინგზე უარი უთხრა

არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა ატესტაციებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაზე უარი უთხრა.

„სამართლიანი არჩევნების,“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა ატესტაციის მონიტორინგის შესახებ განცხადება თბილისის მერიას წარუდგინეს, თუმცა ქალაქის მთავრობაში მათ უპასუხეს, რომ კონკურსს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ატარებდა და შესაბამისი ნებართვაც მისგან უნდა მიეღოთ. ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ტესტირების პირველ ეტაპზე დასწრების ნებართვა მისცა, თუმცა იქვე განუმარტა, რომ ატესტაციის მეორე, გასაუბრების ეტაპზე ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი თანამშრომელთა გასაუბრებაზე დამკვირვებლად არ დაუშვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები