16 იანვარი 2026,   11:17
ვრცლად
შვეიცარიის ელჩი საქართველოში მომავალ კვირას სოხუმში ჩავა

შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მომავალ კვირას სოხუმში ჩავა. გიუნტერ ბეხლერი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდება და რუსეთის მიერ „ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ“ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტის დეტალებს განიხილავს.

ელჩის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია აღნიშნული ხელშეკრულებისადმი თავად აფხაზების უკმაყოფილების თაობაზე და მათ პოზიციაზე მეტი ინფორმაცია მომავალ კვირას გამართული შეხვედრების შემდეგ ექნება.

„შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის. ვხედავთ, რომ ამ დოკუმენტის გამო თავად აფხაზებიც უკმაყოფილო არიან. საქართველო უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომ იპოვონ საერთო გზა ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ აფხაზეთის მოსახლეობასაც სწორედ ეს სურს. მომავალ კვირას ჩასვლას ვაპირებ სოხუმში და მოლაპარაკებას გავმართავ ახალ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები