4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვისათვის დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოდულის შენობაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ ადვოკატები გიორგი სამუშია და ლევან სამუშია. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როდის და სად დააკავეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ადვოკატები არც აღძრული საქმის შესახებ ფლობენ ინფორმაციას.
საქმეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, გრიფი ”საიდუმლო” ადევს. გამოძიება კი საქმეში სხვა პირთა მონაწილეობის გამოსავლენად მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავების მიზეზი, სახელმწიფო უწყების ცნობით, 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაა. პროკურატურის ცნობით, მაღალჩინოსნებმა თანხები სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს.
დაკავებულ პირებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.